image image image image
Berikaoba
by Zachariah Maisuradze

Zachariah Maisuradze (1912-1971) is the representative of the first generation of contemporary Georgian ceramists. Along with the active creative work, he pioneered the research and study of the technologies of Medieval Georgian ceramics and was one of the founding scientists at the Institute of Georgian Art History. “Berikaoba” is a series of ten independent panel-portraits created in 1957, considered to be the artistic summit of Zachariah Maisuradze’s work. “Berikaoba is the Georgian folk, improvised, mask theatre, consecrated to the cult of fertility and childbirth. Zachariah Maisuradze’s “Berikaoba” differs from all the others in its artistic execution.

Size: 32x32 cm. 10 pp.
Language: English, Georgian
Author: Gallery Nectar, Timur Akhmetov
Design: Timur Akhmetov
2020
ბერიკაობა
ზაქარია მაისურაძე
ზაქარია მაისურაძე (1912-1971) თანამედროვე ქართველ კერამიკოსთა პირველი თაობის წარმომადგენელია. აქტიურ შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად, იყო შუა საუკუნეების ქართული კერამიკის ტექნოლოგიის შესწავლის წამომწყები და ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი მეცნიერი. მაისურაძემ თავისი შემოქმედებით, კერამიკა დეკორატიული ხელოვნების ჩარჩოდან გამოიყვანა და დაზგური ხელოვნების სპეციფიკას მოარგო. მისი შემოქმედებისათვის ყველაზე დამახასიათებელია კერამიკული პანოები - კერამიკაში შესრულებული დაზგური კომპოზიციები, სადაც ხელოვანმა შექმნა საკუთარი, სრულიად თვითმყოფადი ვიზუალური ენა, მისთვის ნიშანდობლივი თავისუფლებითა და ბუნებრიობით წარსული ტრადიციები თანამედროვე ხელოვნების მოთხოვნებს დაუკავშირა. “ბერიკაობა” 1957 წელს შექმნილი, ათი დამოუკიდებელი პანო-პორტრეტისაგან შემდგარი სერიაა, რომელიც ზაქარია მაისურაძის შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევა. “ბერიკაობა” ქართული ხალხური იმპროვიზაციული ნიღბების თეატრია, ნაყოფიერების კულტის სადიდებელი დღესასწაული. ბევრ ცნობილ ქართველ მხატვარს აქვს ამ თემაზე შექმნილი ნამუშევარები. ზაქარია მაისურაძის „ბერიკაობა“, მხატვრული გადაწყვეტით, სხვა ყველა ბერიკაობისაგან განსხვავებულია.

33X33
10 გვერდი
ქართული, ინგლისური
ISBN 978-9941-8-2795-2
2020